საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მონაწილეთა შერჩევა საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული პროცესისთვის

გაგრძელდა აპლიკაციების მიღების ვადა საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებულ პროცესში მონაწილეობით დაინტერესებული სტუდენტებისთვის!

📣📣 თსუ იურიდიული ფაკულტეტი იწყებს სტუდენტების შერჩევას ვილემ ს. ვის-ის სახელობის, რიგით 31-ე ყოველწლიური იმიტირებული შეჯიბრისთვის საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში. შერჩეული სტუდენტებისაგან დაკომპლექტდება გუნდი, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე წარდგება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით.

🧐 დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა [დააჭირეთ აქ] 📆 2023 წლის 10 აგვისტოს 23:59 საათის ჩათვლით.

❗️ აუცილებელია, კანდიდატმა სააპლიკაციო ფორმაში ატვირთოს CV, ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი (TOEFL, IELTS, CAMBRIDGE, დონე მინ. B2) [არსებობის შემთხვევაში] და უნივერსიტეტში და მის მიღმა აქტივობებში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები, ასევე, სააპლიკაციო ფორმაში შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა.

 👥 ვის შეუძლია პროექტში მონაწილეობა❔
🎓 თსუ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-5 და შემდგომი სემესტრის სტუდენტებს;
🎓 მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს, რომლებიც არ არიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები.
⚠️ მონაწილეობის წინაპირობაა სტუდენტის აქტიური სტატუსი 2023-2024 სასწავლო წლის განმავლობაში.

🤔 რატომ უნდა მიიღო მონაწილეობა ვისმუთის შეჯიბრში?
🏆 ვის მუთი არის მსოფლიოს ყველაზე საუკეთესო იმიტირებული საარბიტრაჟო პროცესების ჩემპიონატი, რომელიც ყოველწლიურად აერთიანებს მსოფლიოს 4,000-მდე სტუდენტს ყველა ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტებიდან.
💻 ვის მუთში მონაწილეობა იძლევა ერთი წლის განმავლობაში საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟისა და ნასყიდობის სამართლის ყველაზე პრობლემატურ საკითხებზე მუშაობის შესაძლებლობას.
👔 ვის მუთი გაძლევთ კარიერული წინსვლის შესანიშნავ შანსს და გიხსნით ახალ შესაძლებლობებს.
👨‍🎓 ვის მუთში მინაწილეობით თქვენ საგრძნობლად გაიუმჯობესებთ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების და სტიპენდიის მიღების შანსებს.
🌐 და ბოლოს, ვის მუთი ეს არის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟით დაინტერესებული პროფესიონალების კავშირი, რომელიც მნიშვნელოვან კონტაქტებს შეგძენთ.

📨 შესარჩევი პროცესი შედგება რამდენიმე ეტაპისაგან:
🔹 პირველი ეტაპი - გადმოგზავნილი აპლიკაციების ფორმალური გადარჩევა;
🔹 მეორე ეტაპი - შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება ინგლისურ ენასა და სამართალში [საკითხავი მასალა Click Here];
🔹 მესამე ეტაპი - გასაუბრება.
 ⚠️ შესარჩევი პროცესის თითოეული ეტაპის შესახებ დეტალურ ინსტრუქციას მიიღებენ შესაბამის ეტაპზე შერჩეული სტუდენტები, ელ. ფოსტის საშუალებით.

〽️ ასევე, გაითვალისწინეთ, რომ Vis Moot წარმოადგენს იურიდიული ფაკულტეტის არჩევით საგანს, რომელსაც მინიჭებული აქვს 10 კრედიტი. ამდენად, საგანი შესაბამის კრედიტთან ერთად, აისახება შესარჩევი პროცესის შედეგად დაკომპლექტებული გუნდის ყველა წევრის სასწავლო ბაზაში, მიმდინარე სემესტრში განსაზღვრული მაქსიმალური კრედიტების ოდენობის ფარგლებში.

💻 ვის მუთის კონკურსთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 08 აგვისტოს, 19:00 საათზე გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა (https://www.facebook.com/tsuvismoot).

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ. ფოსტაზე - vismoot@tsu.ge

თარიღი: 31/07/2023